განხილვა:მეწამორის ატომური ელექტროსადგური
განხილვა
[წყაროს რედაქტირება]ქართულად მართებულია მეწამორი. —დათო 09:02, 6 იანვარი 2009 (UTC)
- წყარო მიუთითეთ ხოლმე. ა.
სომხეთის მთავრობამ თავის რიგით სხდომაზე მოიწონა სომხური ატომური სადგურის ექსპლოატაციიდან გამოყვანის სტრატეგია --გიორგი 11:17, 6 იანვარი 2009 (UTC)
- წყარო ცანგალას აქვს. ქსე-ს მიხედვით მეწამორია. ასევე სომხურადაც მეწამორ წერია. —დათო 12:27, 6 იანვარი 2009 (UTC)
ფიზიკოსებთან მაქვს შეხება და მათგან ვიცი, რომ ატომური ბომბი, ატომური სადგური – ეს საბჭოეთის დროს დამკვიდრებული არასწორი ტერმინებია და სამეცნიერო ლიტერატურაში (ფიზიკაში) არც არასოდეს ყოფილა მიღებული. სწორია ბირთვული ბომბი, ბირთვული სადგური. შესაბამისად სათაური უნდა იყოს მეწამორის ბირთვული ელექტროსადგური. ამაში მარტივად დარწმუნდებით, თუ გადახედავთ ენათაშორის ბმულებს, ყველგან ბირთვია გამოყენებული და არა ატომი (Metsamor Nuclear Power Plant). შეგიძლიათ ქსე–შიც მოიძიოთ თუ იქნება სტატია ბირთვული/ატომური ბომბი (ან რამე ეგეთი). — დავით პასუხი 17:10, 19 მარტი 2011 (UTC)
- ფიზიკოსებმა დაახლოებით ასე ამიხსნეს: ატომის დაშლა დიდი არაფერი მოვლენაა, ყოველთვის ხდება ეს ბუნებრივ პირობებშიც, ხოლო ატომის ბირთვის დაშლისას გამოიყოფა ის დიდი ენერგია, რომელსაც იყენებენ სადგურებში. სწორედ ამიტომაა სადგური ბირთვული და არა ატომური. — დავით პასუხი 17:12, 19 მარტი 2011 (UTC)
- და გთხოვთ, შემოიხედეთ აქეთ! ნუ მიაგდებთ ამ განხილვას. — დავით პასუხი 17:13, 19 მარტი 2011 (UTC)
ეხლა ვნახე ქსე და იქ შემდეგი სათაურის სტატიებია ბირთვული ბომბი, ბირთვული გარსი, ბირთვული ენერგია, ბირთვული იარაღი, ბირთვული რეაქტორი და სხვ. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა David1010 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- ქსე, ტ. 2, გვ. 399 და ა. შ. ვიღაცას უკვე შემოუტანია პასუხი. --ცანგალა (გ) 17:40, 19 მარტი 2011 (UTC)
- მადლობა. იქნებ ატომურზეც ნახოთ... ბირთვული რომაა სწორი, უკვე დავრწმუნდი, მაგრამ საინტერესოა ატომურზეც თუა რამე. — დავით პასუხი 17:42, 19 მარტი 2011 (UTC)
- ვნახე ატომური ბომბი - ქსე, ტ. 1, გვ. 677, თბ., 1975ცანგალა (გ) 17:50, 19 მარტი 2011 (UTC)
- ატომური ელექტროსადგური, ატომური ენერგეტიკა - იქვე--ცანგალა (გ) 17:51, 19 მარტი 2011 (UTC)
- ჰმ. ვერ გავიგე, ატომურებიდან გადამისამართებებია გაკეთებული თუ ორივე სახელზეა სტატიები, ატომურზეც და ბირთვულზეც? — დავით პასუხი 17:59, 19 მარტი 2011 (UTC)
de:Kernkraftwerk — ნიშნავს ბირთვულ ელექტროსადგურს. თუმცა, ქართული და რუსული ინტერვიკი გადადის ატომურებზე. თვითონ გერმანული სტატია იწყება ამგვარად: ბირთვული ელექტროსადგური (ბეს) ასევე ატომური ელექტრო სადგური (აეს)... ამგვარად, ეს ორი ტერმინი ერთი და იგივეა. უბრალოდ, ბირთვული უფრო გამართლებულია, ვინაიდან ყველა ფიზიკოსმა ასე მითხრა, ვისაც ვკითხე. ამ სადგურებში ბირთვული რეაქციები მიმდინარეობს და არა ატომური (ამას ქართული სტატიაც წერს). რას იტყვით, გადავიტანოთ ბირთვულზე? — დავით პასუხი 05:47, 20 მარტი 2011 (UTC)
ქსე, ტ. 1, გვ.677 –
- ატომური ბომბი, ... ტერმინ ატომური ბომბის ნაცვლად ამჟამად იხმარება ბირთვული ბომბი, ბირთვული იარაღი.
ქსე, ტ. 1, გვ.678 –
- ატომური ენერგია, იხ. ბირთვული ენერგია.
ქსე, ტ. 1, გვ.679 –
- ატომური იარაღი, საომარი იარაღი, ... ტერმინი ამჟამად იშვიათად იხმარება; უფრო სწორია ბირთვული იარაღი.
- ატომური რეაქტორი, იხ. ბირთვული რეაქტორი.
რაც შეეხება თავად ატომურ ელექტროსადგურს მასზე მხოლოდ ერთი სათაურის მქონე სტატია არსებობს ატომური ელექტროსადგური ე.ი ელექტროსადგურის შემდთხვევაში სწორია ატომური და არა ბურთვული--დავით XXI 06:44, 20 მარტი 2011 (UTC)
- გასაგებია. მადლობა. მაგრამ უცნაურია... ვენდოთ მაშინ ქსე–ს და დავტოვოთ ესეც ასე, როგორცაა. (მაგრამ, ვფიქრობ შეცდომაა გაპარული, თითქმის ყველა ენაზე სადგურსაც ბირთვული ჰქვია)... — დავით პასუხი 07:58, 20 მარტი 2011 (UTC)
- გავაკეთოთ, როგორც ქსე გვთავაზობს. გეთანხმებით.--ცანგალა (გ) 10:32, 20 მარტი 2011 (UTC)